საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„ტრანსმისია“ Prix Circom 2016-ის რჩეულთა შორის დასახელდა

გამოქვეყნებულია 2016-05-20 13:12:00


საზოგადოებრივის გადაცემა „ტრანსმისია“ ევროპის რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის (CIRCOM) 2016 წლის დაჯილდოების რჩეულ გადაცემად დასახელდა, კატეგორიაში „ყველაზე ორიგინალური“. წელს 10 კატეგორიაში 246 აპლიკაცია იყო წარდგენილი. 

გალა დაჯილდოება ევროპის რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის 2016 წლის კონფერენციის დროს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, 19 მაისს გაიმართა.

Prix Circom 2016 ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელშიც ევროპის წამყვანი მაუწყებლები მონაწილეობენ. 

გადაცემის „ტრანსმისია“ ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე. 

რეჟისორი: თორნიკე შენგელია 

პროდიუსერი: ნაჯა ორაშვილი

წამყვანები: ავთანდილ დიასამიძე და ანდრო ერაძე 

Prix Circom-ის ფარგლებში ეს საზოგადოებრივის პირველი გამარჯვება არ არის.  2014 წლის დაჯილდოების რჩეულ დოკუმენტურ ნამუშევრად  საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული ფილმი „მე პატარა ქართველი ვარ“ (რეჟისორი: ლევან ადამია) დასახელდა.

1548

უახლესი