პარტნიორები |
საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „შტრიხ-კოდი“ კონკურსის გამარჯვებულია
გამოქვეყნებულია 2016-05-20 15:04:00
![]()
საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „შტრიხ-კოდი“ (ავტორი
და წამყვანი თამარ დადიანიძე) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of
local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში საუკეთესო რადიოგადაცემად დასახელდა.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელდა. კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება მომხმარებელთა ინტერესებსა და უფლებებზე, მათი დაცვის საჭიროებასა და საშუალებებზე, საქართველოში მათი დაცულობის მდგომარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ზეგავლენის თაობაზე ამ ინტერესებსა და უფლებებზე. გამარჯვებული გადაცემის „აგრესიული მარკეტინგი
და მომხმარებელთა უფლებების დაცვა“ მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
გადაცემის თემა: ევროკავშირში მიღებულია დირექტივა, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის უსამართლო და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ხერხების გამოყენება აკრძალულია. იკრძალება აგრეთვე მოვაჭრის ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება პროფესიული კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და რომლის შედეგად მომხმარებელი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.gpb.ge/ge/news/view/126243&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 400 Bad Request Filename: front/right.php Line Number: 21 |