საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2016-05-24 20:29:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად საზღვრავს რა სახის გადაცემები მოამზადოს და განათავსოს ეთერში. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია კანონის მე-18 მუხლით. ამ ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

 

შეგახსენებთ, “მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად (ძალაშია 2015 წლის 1 აპრილიდან), მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გადაცემა “ეტალონი“ აღარ გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

შესაბამისად, პარლამენტის წევრების მიერ მომართვა ამა თუ იმ გადაცემის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.

 

ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ 2016 წლის იანვრიდან, დღემდე მაუწყებლის ეთერში გადის საბავშვო პროექტი „წიგნების თარო“, რომელიც არის ორიგინალური ქართული პროდუქტი და უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების ჩართულობას საქართველოს სხავადსხვა ქალაქიდან და რეგიონებიდან.

პროექტი „წიგნების თარო“ 2015 წელს მაუწყებლის მიერ გამოცხადებული შერჩევის ერთ-ერთი გამარჯვებულია, აღნიშნულ შერჩევაში გადაცემა „ეტალონმაც“ მიიღო მონაწილეობა, თუმცა შერჩევის პროცესში ჩართული კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებით, ასევე მოწვეული წევრებით, „ეტალონი“ არ დასახელდა საუკეთესო პროექტად.

გადაცემა „ეტალონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადის 2015 წლის აპრილის თვიდან და მისი სამომავლოდ ეთერში გაშვება, ამჟამად, არ განიხილება.

 

ფოტოგალერეა
1693

უახლესი