საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

"ვაზში დაკარგულები" საერთაშორისო კინოფესტივალზე

გამოქვეყნებულია 2016-05-27 16:33:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმი „ვაზში დაკარგულები“ საერთაშორისო კინოფესტივალზე INTERNATIONAL FESTIVAL OENOVIDEO 2016 არის წარდგენილი.

ქეთევან სადღობელაშვილის და გიორგი მოლოდინაშვილის ფილმს ფესტივალის ფარგლებში ხვალ, 28 მაისს აჩვენებენ.

INTERNATIONAL FESTIVAL OENOVIDEO 2016- საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში იმართება და ღვინის შესახებ გადაღებულ ფილმებს და ფოტოებს აერთიანებს. 

წელს სულ 28 ფილმი შეირჩა საკონკურსოდ, ჟიურის თავმჯდომარეა ფილიპ მუილი, ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. 

ეს ფილმის პირველი წარმატება არ არის, 2014 წელს „ვაზში დაკარგულები“ ჩინეთის კინოფესტივალზე “Silk Road international Film Festival” მაყურებლის ფავორიტი ფილმი გახდა. 

ფილმი ეხება ყვარლელ მევენახეს, რომელმაც იმ დროს, როცა კახეთში ვენახებს ჩეხდნენ, ვაზის უნიკალური ჯიშები - ქისი და ხიხვი ააღორძინა და ტრადიციული ქართული წესით ამზადებს ქვევრის ღვინოს. ვაზსაც და ღვინოსაც, კობა ქვაჭრელიშვილი ცოცხალ არსებად აღიქვამს და ფილმიც სწორედ ამ კუთხით ვითარდება – აჩვენოს ყველა ის პროცესი, რასაც გაივლის ვაზი კაცთან ერთად მთელი წლის განმავლობაში და როგორი დაუღალავი შრომა და სიყვარულია 

საჭირო საუკეთესო შედეგის მისაღებად. 

მამას შვილი ეხმარება და სწორედ მათი დიალოგის საშუალებით ვიგებთ ვაზის მოვლისა და ქვევრში ღვინის დაყენების კულტურის დეტალებს.

1955

უახლესი