საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ფილმმა „ვაზში დაკარგულები" საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი დაიმსახურა

გამოქვეყნებულია 2016-06-08 13:40:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ფილმმა „ვაზში დაკარგულები", როგორც საუკეთესო ნამუშევარმა, საფრანგეთის OENOVIDEO-ს საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მიიღო: ჟიურის მთავარი პრიზი, საუკეთესო რეჟისურისთვის და სპეციალური პრიზი პეიზაჟი და გარემო", ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.

ფილმის ავტორი და პროდიუსერია - ქეთევან სადღობელაშვილი, 

რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.

ფესტივალზე სპეციალური პრიზი კიდევ ერთმა ქართულმა ფილმმა მიიღო, რომელიც შალვა ხეცურიანმა და ნანა ჯორჯაძემ გადაიღეს.

საფრანგეთის OENOVIDEO-ს საერთაშორისო ფესტივალი 23 წლის ისტორიას ითვლის და საფრანგეთის სამხრეთში, ვაზისა და ღვინის რეგიონებში ტარდება. წელს ფესტივალს მუსკატის სამშობლომ, ფრონტინიანმა უმასპინძლა. ფესტივალი ვაზისა და ღვინის შესახებ გადაღებულ ფილმებს აერთიანებს. 16 ქვეყნიდან წარმოდგენილი 103 ფილმიდან 28 ფილმი შეირჩა საკონკურსოდ. ჟიურის თავმჯდომარეობდა ფილიპ მუილი - ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების ცერემონიალი 14 სექტემბერს, პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გაიმართება.

„ვაზში დაკარგულები“ OENOVIDE-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე  ქართული კინოფესტივალის „კინოვინოს“ დირექტორატმა წარადგინა.

2014 წელს „ვაზში დაკარგულები“ ჩინეთის კინოფესტივალზე Silk Road international Film Festival მაყურებლის ფავორიტი ფილმი გახდა.

2646

უახლესი