საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

10 ივნისი - 10 ივლისი - „ცხელი ზაფხული საზოგადოებრივზე"

გამოქვეყნებულია 2016-06-08 13:49:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ცხელ საფეხბურთო სეზონს სთავაზობს, ევრო 2016-ის ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში განხორციელდება.

10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, პირველი არხი მთაწმინდაზე მოწყობილი სპეციალური პავილიონიდან იმაუწყებლებს, საიდანაც ეთერში გავა სპორტული რეპორტაჟები და გადაცემები: „სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთად", „დილა პირველზე", „კომუნიკატორი“.

პირველი არხი ევრო 2016-ის ფარგლებში, განსხვავებულ და სიურპრიზებით სავსე ეთერს სთავაზობს აუდიტორიას. უყურეთ საყვარელ სპორტს, საინტერესო გადაცემებს და მოიგეთ პრიზები.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მთაწმინდაზე, პავილიონის მიმდებარედ მოწყობილ სივრცეში, დიდ ეკრანზე თვალყური ადევნოს ევროპის ჩემპიონატს.

ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის, მათ ვისაც ცხელი საფეხბურთო სეზონის კომფორტულ გარემოში გატარება სურთ, გვეწვიეთ მთაწმინდაზე მოწყობილ სივრცეში და დიდ ეკრანზე ადევნეთ თვალყური სპორტულ მატჩებს. საზოგადოებრივი სივრცის სტუმრობა შესაძლებელია 11ივნისიდან, ყოველდღე. 

1864

უახლესი