საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„გამომძიებელი რეპორტიორი“ - „საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის” კონკურსის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია 2016-06-17 15:39:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფის „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა" ჯოშუა ფრიდმანის და ჯიპას პრიზის „საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის” კონკურსის ერთ-ერთი გამრჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, სულ 21 აპლიკაცია და 40-ზე მეტი მასალა განიხილებოდა, ჟიურიმ მათ შორის 6 დაასახელა გამარჯვებულად.

გამარჯვებული ფილმის ავტორები ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე არიან. 

„გამომძიებელი რეპორტიორი", ჟურნალისტური გამოძიების პროექტი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 2014 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება და 2015 წელს ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. ევროკავშირის მხარდაჭერით „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე საუკეთესო ნამუშევრისთვის პრიზი მიღო ფილმმა „ვინ მოკლა პატიმარი“, ხოლო „ევროკავშირის პრიზი“ ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო ტელე და რადიოსიუჟეტისთვის, გადაეცა ფილმს „ოქროსთვის შეწირულთა ქალაქი“.

ფოტოგალერეა
1682

უახლესი