საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

გამოქვეყნებულია 2016-06-24 21:26:00


24 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა და მედიატორმა, ლევან ჟორჟოლიანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

პრესკონფერენციის თემა იყო მხარეებს შორის მიღწეული შუალედური შეთანხმება და ამ შეთანხმების პირობები, რის მიხედვითაც არა მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაისის თვიდან სახელფასო პოლიტიკის გადახედვას ითხოვდნენ, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-მდე თანამშრომელს გაეზრდება ანაზღაურება შემდეგი პირობებით: თანამშრომლებისთვის, რომელთა შრომის დარიცხული ანაზღაურება არ აღემატება 1000 ლარს, შრომის დარიცხული ანაზღაურების ზრდა განისაზღვრა 20%-ით; წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის თანამშრომლებისთვის, რომელთა შრომის დარიცხული ანაზღაურება აღემატება 1000 ლარს და არ აღემატება 1500 ლარს, შრომის ანაზღაურების ზრდა განისაზღვრა 10%-ით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო გამოვიდა მაუწყებელში დასაქმებული ყველა თანამშრომლის და არა მხოლოდ პროტესტის გამომხატველი თანამშრომლების ინტერესებიდან, ორგანიზაციის რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად რეფორმირების პროცესშია, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავს, რის შესახებაც მაუწყებლის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება. ამჟამინდელმა ცვლილებებმა, რიგ შემთხვევაში, დააჩქარა დაგეგმილი პროცესები. გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ადამიანური რესურსების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც თავის მხრივ მოიცავს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით ატესტაციის ჩატარებას, ასევე ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე სახელფასო პოლიტიკის გადახედვას და სახელფასო რანგირების სისტემის ამოქმედებას. პროცესის მთლიანად დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

ფოტოგალერეა
2226

უახლესი