საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„ოქროს ფრთის" რიგით მე-14 დაჯილდოება - ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმა პროექტმა მიიღო

გამოქვეყნებულია 2016-07-04 15:53:00


„ოქროს ფრთის" რიგით მე-14 დაჯილდოებაზე ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმა პროექტმა - „ხანმოკლე მეოცე საუკუნე” და „დღე მუზეუმში” მიიღო.
 
პროექტი „ხანმოკლე XX საუკუნე" მაყურებელს მოუთხრობს რევოლუციებზე, ომებზე, აღმოჩენებზე, ადამიანებსა და კულტურაზე, იმ ყველაფრის შესახებ, რამაც საბოლოოდ ერთი მთლიანობა - XX საუკუნე შექმნა. პროექტის ავტორი და მთხრობელი - ზაზა შათირიშვილი, რეჟისორი - შალვა შენგელი, რედაქტორი - კოტე ჯანდიერი.
 
გადაცემა „დღე მუზეუმში“ მზადდება საქართველოს მუზეუმებში განთავსებული განძის, კოლექციების, უნიკალური ექსპონატების შესახებ. გადაცემის წამყვანი - სალომე დადუნაშვილი, რეჟისორი - ვახტანგ ვარაზი.
 
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ, როგორც ჟურნალისტიკის, ასევე კულტურისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები. წელს „ოქროს ფრთამ"  წარჩინებული სტუდენტებიც დააჯილდოვა, რომლებსაც სპეციალური დიპლომები გადაეცათ.


1548

უახლესი