საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი „დირსის მედია თასის“ გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია 2016-07-11 16:24:00


9 ივლისს კომპანია „დირსისა“ და „JAKO FM“- ის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა ფინალი „რუსთავის 2“-ის გუნდთან ანგარიშით 7:2 დაასრულა და ჩემპიონი გახდა. საუკეთესო ბომბარდირის წოდება 13 გოლის ავტორმა ოთარ აბრამიშვილმა მოიპოვა.

ტურნირში მედიის 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა: „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იბერია“, „TV პირველი“, “GDS”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „პალიტრა“. 

ტურნირის მონაწილეებს ორგანიზატორი კომპანიებისგან სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ.

1564

უახლესი