საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის აცხადებს კონკურსს!

გამოქვეყნებულია 2016-07-25 10:38:00


ახალი სატელევიზიო სეზონიდან დაგეგმილია ქართული ორიგინალური წარმოების მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადაღება, რომელთა სცენარებიც კონკურსის შედეგად შეირჩევა.

 

მხატვრული სერიალი

ჟანრი: დეტექტიური/ ფანტასტიკურ-დეტექტიური/ დრამა/ სიტუაციური კომედია

ქრონომეტრაჟი: 45 წუთი

სერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.


დოკუმენტური სერიალი

თემატიკა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

ქრონომეტრაჟი: 26 წუთი

სერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.


კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე drama@gpb.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მასალები:


1.      შევსებული აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით:

https://goo.gl/YjqiWE                                                              

2.      რეზიუმე / ავტობიოგრაფია

3.      სამოტივაციო წერილი

4.      ერთი სერიის სცენარი


აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ერთიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადი არ განიხილება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18 წლის ზემოთ.


განაცხადების გაკეთება შესაძლებელია 25 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 40 94 77 .

4801

უახლესი