საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი მუშაობას 15 აგვისტოდან განაახლებს

გამოქვეყნებულია 2016-07-28 17:25:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს ეთმობა, პირველი აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში, დროებით წყვეტს მუშაობას. 

პრესცენტრი მუშაობას განაახლებს 15 აგვისტოდან. ახალი სეზონიდან პრესცენტრი დაეთმობა კვალიფიციურ და ცესკოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.

პრესკონფერენციის ჩატარების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2 სამუშაო დღით ადრე და დანიშნონ პრესკონფერენცია. რეგისტრაციის გასავლელად პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

 

თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს პრესცენტრში დაეთმობა 20 წუთი; აქედან 10 - საეთეროდ ჩაიწერება, 5 წუთი - ჟურნალისტებისთვის დარჩენილ საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად და 5 წუთი სტუდიის დასატოვებლად, რათა დარჩენილ 10 წუთში მომზადდეს სტუდია ახალი შეხვედრისთვის. დარეგისტრირების დროს ზუსტად უნდა იყოს მითითებული პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება, ბრიფინგის ჩამტარებელი პირის, ან პირების სახელი, გვარი, რეგალია, საკონტაქტო ინფორმაცია, პრესკონფერენციის ჩატარების სასურველი თარიღი,  საათი (11:00; 11:30; 12:00; 12:30; 13:00; 13:30; 14:00; 14:30) და თემა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური სუბიექტი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს, პრესკონფერენცია ჩაითვლება დანიშნულად.

 

პრესცენტრში ჩატარებული ბრიფინგები გრაფიკი ასე გაიწერება:

პირველი ბლოკი - 11:00 საათზე, 11:30 საათზე, 12:00 საათზე, 12:30 საათზე. ეთერში გასვლის დრო - 14:00-დან 15:00 საათამდე, ,,ბრიფინგის დროში;

მეორე ბლოკი - 13:00 საათზე, 13:30 საათზე, 14:00 საათზე,14:30 საათზე. გაშუქდება ,,მეორე არხის“ - ,,ბრიფინგის დროში“.


პრესკონფერენციების განრიგი განთავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე. მასზე წვდომა საჯაროა, შესაბამისად, გაშუქების მსურველი ჟურნალისტები შეძლებენ დროულად მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი პრესკონფერენციების შესახებ. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველ ჟურნალისტებს ვთხოვთ ბრიფინგის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მობრძანდნენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 40 92 54, ან 2 40 94 77.


ფოტოგალერეა
1488

უახლესი