საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2016-08-12 20:28:00


2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციასთან დაკავშირებით ჩვენიმაყურებლისგან მივიღეთ ბევრი კითხვა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობისჩვენებასთან დაკავშირებით. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივიმაუწყებელი „რიო 2016“-ის ექსკლუზიური ჩვენების უფლების მფლობელია,შესყიდული აქვს სრული პაკეტი OBS-ისაგან, ერთადერთი ოფიციალური გამყიდველისგან,რაც გულისხმობს შემდეგს: მულტისიგნალის მიღებას და ყველა იმ სახეობის ტრანსლირებას, რომელსაც მულტისიგნალი შეიცავს. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადახდილი აქვს სრული პაკეტის საფასური და დამატებითი ღირებულება ყველა ტრანსლაციის მისაღებად, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე მომწოდებელი არ აწარმოებს ყველა ასპარეზობის გადაღებას, შესაბამისად, ზოგიერთი შეჯიბრის სიგნალს არ გვაწვდის.

 დამატებით გაცნობებთ, რომ ყოველ საათში პოლიტიკური რეკლამით ჭრა ოლიმპიადის მიმდინარეობისას, სპორტული ტრანსლაციების დროს გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებით კანონის წინაშე. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  50-ე და 51-ე მუხლების, ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულების მე-5 მუხლის 5.3.2.  საფუძველზე,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. პოლიტიკური რეკლამის განთავსება ხდება პოლიტიკური პარტიების მომართვის საფუძველზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს უფლება არ შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე. სწორედ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გამო უწევს ჩვენს მაყურებელს ოლიმპიადის მსვლელობისას ყოველ ასტრონომიულ საათში უფასო პოლიტიკური რეკლამის ყურება.

 შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი თავდაუზოგავად მუშაობსიმისათვის, რომ ყველა ჩამოთვლილი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზისგათვალისწინებით მაქსიმალურად უზურუნველყოს იმ ასპარეზობების ტრანსლაცია,რომლებსაც მაყურებელი ელოდება.


ფოტოგალერეა
1521

უახლესი