საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში კვალიფიციური პარტიების მონაწილეობის თანამიმდევრობის კენჭისყრა

გამოქვეყნებულია 2016-08-19 18:06:00


22 აგვისტოს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების წინასაარჩევნო ფორმატებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კვალიფიციური პარტიების მონაწილეობის თანამიმდევრობის კენჭისყრა გაიმართება. 

კენჭისყრის შედეგად კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები გადაცემებში „მთავარი“, „ინტერვიუ“, „რეალური სივრცე“ და „ეკონომეტრი“ გადანაწილდებიან. კენჭისყრას არასამთავრობო სექტორისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „არჩევნები 2016“ ფარგლებში, აღნიშნული გადაცემები აგვისტოს ბოლოდან, არჩევნებამდე, გავა ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ამომწურავად, არადისკრიმინაციულად და ობიექტურად გააშუქოს წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

საზოგადოებისთვის ამომწურავი და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კვალიფიციურ სუბიექტს მისცა შესაძლებლობა გაშუქებულიყო მათი წინასაარჩევნო ყრილობები. 

გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში 20 ივნისიდან მოქმედებს პრესცენტრი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ეთმობა.

ფოტოგალერეა
1453

უახლესი