საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სცენარებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამოქვეყნებულია 2016-08-24 09:19:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სცენარებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საკონკურსო განაცხადები მიიღებოდა 10 აგვისტოს ჩათვლით; სულ შემოვიდა მხატვრული სერიალის 75, ხოლო დოკუმენტური ციკლის - 23 სცენარი.
 
მხატვრული სერიალის წარმოდგენილი სცენარებიდან საუკეთესოდ 16 სცენარი დასახელდა, ესენია:

1. ილია ჯიბღაშვილი - „ქატო იქა, ფქვილი აქა”
2. საბა ლეკვეიშვილი - „კლასი”
3. მარიამ ბექაური - „ეშმაკის ქვა”
4. ხატია ხაზიური - „ანას სახლი”
5. თამარ ადორნელი - „ოჯახის საიდუმლო“
6. რეზო ესაძე - „Nomen Nescio”
7. თამარ ადორნელი - „ნიკას პერისკოპი“
8. თევდორე გოგოლაძე
9. ეკა ახვლედიანი - „ვინ რა იცის რა ხდება“
10. ქეთი მორჩილაძე - „გზა“
11. ილია ჯიბღაშვილი - „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“
12. მალხაზ ასლამაზაშვილი - „გვამი ინტერიერში“
13. ირაკლი ჩხიკვაძე - „1907“
14. გიორგი ბარაბაძე - „გაქცეულები“
15. ალექსანდრე ქურხული
16.
ბაჩო კვირტია - „როცა ჩაქრება ჭადრებში"

დოკუმენტური ციკლის სცენარებიდან კი მეორე ტურში 6 გადავიდა, ესენია:

1. ირაკლი მახარაძე - „შალვა ქიქოძე”
2. ლევან კოღუაშვილი, კოტე ჩლაიძე
3. თამარ ამაშუკელი - „ურბანული საგანძური”
4. ნინო ნატროშვილი - „მრავალთავი”
5. ანა კვიჭიძე - „ქალაქის უცნობი სიცოცხლე”
6. მიხეილ მრევლიშვილი - „ქართველთა ცხოვრება“

გარდა ამისა, სამ აპლიკანტს გიორგი ბასხაჯაურს, თორნიკე ჯაბახიძეს და გიორგი ხეჩუაშვილს, რომლებსაც განაცხადების მიღების ეტაპზე არასრულად ჰქონდათ წარმოდგენილი მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევად მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია, 25 აგვისტომდე მიეცათ ვადა სრულყოფილი სახით წარმოადგინონ კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი მასალები.

კონკურსის მეორე ეტაპი სექტემბერში გაიმართება. მაუწყებლი ულოცავს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს და წარმატებას უსურვებს შერჩევის მეორე ტურში.


ფოტოგალერეა
3263

უახლესი