საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების გადასაღებად პროექტისათვის „ტელებლოგი"

გამოქვეყნებულია 2016-08-24 13:59:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების გადასაღებად პროექტისათვის „ტელებლოგი".

ახალი სატელევიზიო სეზონიდან პროექტი „ტელებლოგი" კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს, 20:30 საათზე გავა ეთერში. „ტელებლოგის“ ავტორები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, ან ტელერეჟისორები, რომლებსაც აქვთ სურვილი აქტუალურ თემებზე მოამზადონ ფილმები, ქრონომეტრაჟით - 26 წუთი.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს (ჟურნალისტს, ან რეჟისორს) გადაღებისთვის ეძლევა 6 სამუშაო დღე, სამონტაჟოდ ასევე - 6 სამუშაო დღე. გადაღებების გეგმა ამ ვადების გათვალისწინებით უნდა იყოს წარმოდგენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავტორებს კონკურსში მონაწილეობისათვის სთავაზობს თემატიკას, რომლის მიხედვით უნდა იქნეს წარმოდგენილი განაცხადები ფილმის გადასაღებად:  
 
● საქართველოს რეგიონების პრობლემები
● მთიანი, სასაზღვრო და კონფლიქტური რეგიონების პრობლემები
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საზოგადოებასთან მათი ინტეგრირების საკითხები
● გენდერული პრობლემები. ქალთა უფლებები  
● ბავშვთა უფლებები
● ადამიანის უფლებები
● მომხმარებელთა უფლებები
● მედია და მედიის პრობლემები (რეგიონული მედია)
● კულტურის პოლიტიკის საკითხები
● კულტურული მემკვიდრეობის საკითხები და პრობლემები ამ სფეროში
● კულტურული ცხოვრება რეგიონებში (რეგიონული თეატრები, კინო რეგიონში და ა.შ.)
● თანამედროვე ხელოვნება
● ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემები
● სტუდენტური ცხოვრება
● განათლების სისტემის პრობლემები
● ინკლუზიური განათლება
● ისტორია და თანამედროვეობა
● ეთნიკური უმცირესობები და მათი პრობლემები
● რელიგიური უმცირესობები და მათი უფლებები
● ცხოველთა უფლებები
● ქალაქის კეთილმოწყობა, გამწვანება, არქიტექტურა
● სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების ისტორიები
● დევნილების მდგომარეობა საქართველოში


წარმოდგენილი თემატიკის გარდა, კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ საზოგადოებრივ მაუწყებელს შესთავაზონ სხვა აქტუალური, საინტერესო თემები, რომლებიც ასევე იქნება განხილული  კომისიის მიერ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელთაც გააჩნიათ ამ ტიპის ფილმებზე მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მასალები:

1. შევსებული აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით.
2. რეზიუმე / ავტობიოგრაფია
3. ფილმის მოკლე სინოფსისი (ერთ გვერდზე) და გადაღების გეგმა, რომელიც გაწერილი უნდა იყოს 6 დღეზე (წარმოდგენილ მოკლე სინოფსისში აღწერილი უნდა იყოს რა კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებზე იქნება საუბარი ფილმში, ვინ იქნებიან ფილმის გმირები, სად მოხდება ფილმის გადაღებები. თითოეული თემის ირგვლივ შესაძლებელია ერთი კონკრეტული ამბის ან ისტორიის არჩევა და განზოგადება).

აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ერთიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადი არ განიხილება. დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს აპლიკანტის მიერ წინა პერიოდში გადაღებული ფილმი (დიკსზე, ან მითითებული ბმულის საშუალებით).

აპლიკანტს შეუძლია განაცხადი წარმოადგინოს ერთ, ან რამდენიმე ფილმზე. გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთჯერადად, ერთი ფილმის გადაღებაზე. ფილმის ბიუჯეტი და ჰონორარი განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
 
შეფასების კრიტერიუმები:
1. წარმოდგენილი თემის აქტუალობა
2. მომავალი ფილმის მხტვრული მხარის შეფასება წარმოდგენილი სინოფსისისა და გეგმის მიხედვით
3. საწარმოო შესაძლებლობების შეფასება

განაცხადების მიღება შესაძლებელია 5 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება ერთი კვირის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 40 94 77.

ფოტოგალერეა
4570

უახლესი