საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ახალ და განახლებულ პროექტებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია 2016-09-19 14:09:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი სამაუწყებლო სეზონიდან მაყურებელს საყვარელი პროექტების განახლებულ ფორმატებს და ახალ გადაცემებს სთავაზობს.

პირველ არხზე მაყურებელს შეუძლია  დილა ხალისიანად და წარმატებით, გადაცემასთან ერთად „ტელემანი“, დაიწყოს. ყოველ სამუშაო დღეს, 8:40-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურება პირდაპირი გაგებით მომგებიანია! „ტელემანი“ არის ტელეთამაში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დარეკოს, დააფიქსიროს სწორი პასუხი და უამრავი პრიზი და ფულადი ჯილდო მიიღოს საჩუქრად. 


მაუწყებელი განახლებული ფორმატით გთავაზობთ გადაცემას „სიტყვების თამაში“, ამჯერად ერთმანეთს ორი ყველაზე მხიარული და აზარტული ოჯახი დაუპირისპირდება, მონაწილეები შემოსული აპლიკაციების მიხედვით შეირჩევიან, გამარჯვებული კი დისნეილენდში გაემგზავრება.


პირველი არხის ეთერში უცვლელ დროს 10:10-ზე გრძელდება ყველასათვის საყვარელი და სასარგებლო გადაცემა „პირადი ექიმი -მარი მალაზონია“, მაუწყებელი კვლავ ზრუნავს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და ამ მიმართულებით თქვენს ინფორმირებაზე.


მათ ვინც გაცადემის „კომუნიკატორი“ კონტაქტზე გამოსვლას ელის, მაუწყებელი მულტიმედიურ პროექტს C  სტუდია“ სთავაზობს,  რომელიც  კვირის სამუშაო დღეებში გავა  პირდაპირ ეთერში და ასევე იმაუწყებლებს ინტერნეტის საშუალებით. 
გადაცემას წამყვანები მარი ბოლქვაზე, ანა აბაკელია და ვახო ხვიჩია გაუძღვებიან.


ეთერს ასევე უბრუნდება გადაცემა „დღე მუზეუმში“, რომელიც მაყურებელს საქართველოს მუზეუმებში ამოგზაურებს და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას სახლიდან გაუსვლელად  აზიარებს.

ასევე კვლავ შეგიძლიათ მაუწყებლის ყველაზე გემრიელი პროექტს „გურმანიას“ ადევნოთ თვალი, რომელიც ამ სეზონზე ბარბარე ჯორჯაძის უნიკალურ რეცეპტებს გააცოცხლებს, ამიტომ კარგად მოკალათდით და მოემზადეთ XIX საუკუნის თბილისურ გემოებში სამოგზაუროდ.


სულ მალე კი ეთერს გადაცემის „წიგნების თარო“ ახალი სეზონი შეემატება, მოსწავლეების ახალი ნაკადით და ბევრი სიურპრიზით. შეგახსენებთ, რომ „წიგნების თაროს“ წინა სეზონის გამარჯვებული გუნდი კემბრიჯში საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა, ხოლო დანარჩენმა უკლებლივ ყველა მონაწილემ ზაფხული ანაკლიის მომავლის ბანაკში ერთად გაატარა. ბავშვებს პროე