საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერუვეო საბჭო მოსაზრებები და რეკომენდაციები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) წესის განმსაზღვრელ დოკუმენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია 2016-10-07 13:40:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერუვეო საბჭო მიესალმება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს განზრახვას, რომ დადგინდეს ამავე ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) წესი. სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის სამართლიანი და მკაფიო რეგულაციების დაცვით არჩევა მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების შემდგომ ნდობას აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი. ამასთან, გვსურს შევეხოთ რიგ საკითხებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) წესის განმსაზღვრელ დოკუმენტშია წარმოდგენილი და ჩვენი მოსაზრებით გარკვეულ კითხვებს ბადებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები და რეკომენდაციები მიმართულია საიმისოდ, რომ დირქტორის არჩევის დროს უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი.

პირველ რიგში გვსურ შევეხოთ დირქტორის არჩევის (დანიშვნის) მარეგულირებელი დოკუმენტის მე-5 პუნქტის „5.7.“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც - მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია, კენჭისყრამდე, დირექტორობის კანდიდატებთან გამართოს გასაუბრება, მაუწყებლის განვითარების ხედვაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აზრით, მეტი გამჭვირვალობის და შესაძლო მიკერძოების გამორცხვის მიზნით, უმეჯობესი იქნება, თუ დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება იქნება არა მრჩველთა საბჭოს უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება;

დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) განმსაზღვრელი წესის მე-7 პუნქტი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების პიროებს ადგენს. აღნიშნული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - კონკურსი ცხადდება ჩაშლილად, თუ მრჩეველთა საბჭოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების განხილვა. ხოლო, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურსის ჩაშლილად ცხადდება ასევე მაშინ როცა დირექტორობის კანდიდატების მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო შვიდი დღის ვადაში მრჩეველთა საბჭო ვერ შეიკრიბა ან/და არ შედგა კვორუმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ უმჯობესია მსგავსი შინაარსის ჩანაწერებს დირექტორის არჩევის (დანიშვნის) განამსზღრელი დოკუმენტი არ შეიცავდეს, ვინაიდან რომელიმე მათგანის არსებობა ისედაც იწვევს  კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებას. ამასთან, გვსურს აქვე ავღნიშნოთ, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მრჩეველთა საბჭოს წევრი ვალდებულია კეთილისინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა, ხოლო კონკურუსის ჩაშლილად გამოცხადების ზემოთ აღნიშნული ჩანაწერების არსებობა შესაძლოა წინასწარ გახდეს მანიპულირების საგანი;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) დროს, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მეტი უზრუნველყოფის მიზნით, სასურველია მრჩეველთა საბჭომ წინასწარ განსააზღვროს მკაფიო კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც დირექტორობის კანდიდატების შეფასება და შემდგომში არჩევა მოხდება;

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) წესის განმსაზღვრელი დოკუმენის მე-3 პუნქტის - „3.5.“ ქვეპუნქტების თანახმად, დადგენილია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში სავალდებულო წესით შესატანი ინფორმაციის ჩამონათვალი და წესი. აღნიშნული წესის ერთ-ერთ პირობას წარმოდგენს დაინტერესებული პირის თანხმობა წარდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის გასაჯაროების თაობაზე. სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაინტერესბული პირის მხრიდან თანხმობის მიღებისა, არ უნდა გასაჯაროვდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის პერსონალურ მონაცემებთან. კერძოდ: პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნის (არჩევის) წესის განმსაზღვრელ დოკუმენტთან დაკშირებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მხრიდან შესაბამისი განხილვის საგანი გახდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დისკუსიის და განხილვის გაგრძელების თაობაზე. 


1413

უახლესი