პარტნიორები |
პროექტთან „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
გამოქვეყნებულია 2016-10-11 14:41:00
პრესკონფერენციას იან კელი - აშშ-ის ელჩი საქართველოში, გრიგოლ გოგელია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ნათია კუპრაშვილი - საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დაესწრო. „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“ ყოველდღიურად, 18:00 და 20:00 საათზე, გადაიცემა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით (ენის რეჟიმის გადართვა შესაძლებელია სეთ-ტოპ-ბოქსის (რესივერი) დისტანციური პულტის საშუალებით). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. |