საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თაობაზე

გამოქვეყნებულია 2016-10-13 13:00:00


როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადობრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე, უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის დაკვეთის თაობაზე. მაუწყებელი საქართველოში მაღალკვალიფიციური, სანდო და ზუსტი კვლევის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი, მაღალი რეპუტაციის მქონე  კვლევითი ორგანიზაცია TNS შეირჩა. TNS ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები, რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ს  მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS -მა აიღო.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2% ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS -მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს  ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. სამეურვეო საბჭო აგრძელებს საკითხის შესწავლას და დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას  შემდგომი ნაბიჯებისა და საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“

სამეურვეო საბჭო

1726

უახლესი