საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების გადასაღებად პროექტისათვის "ტელებლოგი"

გამოქვეყნებულია 2016-10-20 11:16:00


პროექტი "ტელებლოგი" კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე გადის ეთერში. "ტელებლოგის" ავტორები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, ან ტელერეჟისორები, რომლებსაც აქვთ სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ თემატიკაზე მოამზადონ ფილმები ქრონომეტრაჟით 26 წუთი.


კონკურსში გამარჯვებულ ავტორს (ჟურნალიტს, ან რეჟისორს) გადაღებისთვის ეძლევა 6 სამუშაო დღე, სამონტაჟოდ ასევე - 6 სამუშაო დღე. გადაღებების გეგმა ამ ვადების გათვალისწინებით უნდა იყოს წარმოდგენილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ავტორებს კონკურსში მონაწილეობისათვის სთავაზობს თემატიკას, რომლის მიხედვით უნდა იქნეს წარმოდგენილი განაცხადები ფილმის გადასაღებად:

• ტელევიზიის 60 წლის იუბილე
• ახალი წელი


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელთაც გააჩნიათ ამ ტიპის ფილმებზე მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მასალები:

1. შევსებული აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით.
2. რეზიუმე / ავტობიოგრაფია
3. ფილმის მოკლე სინოფსისი (ერთ გვერდზე) და გადაღების გეგმა, რომელიც გაწერილი უნდა იყოს 6 დღეზე (წარმოდგენილ მოკლე სინოფსისში აღწერილი უნდა იყოს რა კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებზე იქნება საუბარი ფილმში, ვინ იქნებიან ფილმის გმირები, სად მოხდება ფილმის გადაღებები. თითოეული თემის ირგვლივ შესაძლებელია ერთი კონკრეტული ამბის ან ისტორიის არჩევა და განზოგადება).

აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ერთიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადი არ განიხილება. დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს აპლიკანტის მიერ წინა პერიოდში გადაღებული ფილმი (დიკსზე ან მითითებული ბმულის საშუალებით).

აპლიკანტს შეუძლია განაცხადი წარმოადგინოს ერთ ან რამდენიმე ფილმზე. გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთჯერადად ერთი ფილმის გადაღებაზე. ფილმის ბიუჯეტი და ჰონორარი განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელია 4 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 40 94 77.


1625

უახლესი