საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დამდგმელი რეჟისორის შესარჩევად პროექტისთვის "ტოკიო 2020"

გამოქვეყნებულია 2016-11-15 18:43:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დამდგმელი რეჟისორის შესარჩევად პროექტისთვის სამუშაო სახელით - "ტოკიო 2020".

პროექტის მიმართულება -  რეალითი ფილმების ციკლი
ფილმების რაოდენობა - 13 ეპიზოდი
ხანგრძლივობა - 52 წუთი
ჟანრი - რეალითი
ფორმატი - კვირაში ერთი ფილმი
ეთერში გასვლის დრო - 2017 წლის აპრილი

გადაცემათა ციკლი სამუშაო სათაურით "ტოკიო 2020" არის მხატვრულ-დოკუმენტური ხასიათის რეალითი, რომელიც ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენების ცხოვრებას ასახავს. ფილმის ძირითადი ხაზი, როგორც სათაურიდან იკვეთება, არის ამ ახალგაზრდების სწრაფვა მომავალ, 2020 წლის ოლიმპიადაზე მოსახვედრად. რეალითი ფილმისთვის დამახასიათებელი სტილით, მასში ასახული იქნება სპორტსმენების რუტინული შრომა, მათი ვარჯიში, საწრთვნელი შეკრებები, შეჯიბრებები, ასევე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ყოფა (სახლი, შეყვარებული და სხვ.).

თითოეულ სერიაში წარმოჩენილი იქნება 5 სხვადასხვა, ინდივიდუალური სახეობის სპორტის წარმომადგენელი. ისინი შეირჩევიან სპორტის შემდეგი სახეობებიდან: ძიუდო, კარატე, მშვილდოსნობა, კანოე, მძლეოსნობა, ფარიკაობა, წყალში ხტომა და ტანვარჯიში.

სტრუქტურა: ფილმს არ ჰყავს წამყვანი და მაყურებელს თავად გმირი ესაუბრება, გამოყენებული იქნება ინტერიერში და ექსტერიერში გადაღებული კადრები, ბუნებრიობის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად ნაკლებად იქნება დადგმული სცენები. ფილმები გაფორმდება მუსიკით და საუნდ-დიზაინით.

სამიზნე აუდიტორია: "ტოკიო 2020" იქნება საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისთვის საინტერესო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.

საკონკურსო მოთხოვნები: ტელერეჟისორის გამოცდილება, სასურველია რეალითის მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე - [email protected] უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1)    რეზიუმე/CV
2)    შევსებული აპლიკაცია (ჩამოტვირთეთ აღნიშნული ბმულის საშუალებით)
3)    პროექტის (13 ეპიზოდის) კონცეფცია/ხედვა, რომელიც მოიცავს პროექტის გეგმას და სტრუქტურას
4)    პირველი ეპიზოდის სარეჟისორო სცენარი

განაცხადები მიიღება 24 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 40 94 77

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრული სახით წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.


2468

უახლესი