საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის ქართული დელეგაცია ხვალ, 16:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს

გამოქვეყნებულია 2016-11-21 22:20:00


ხვალ, 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ევროვიზიის ქართული დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც მარიამ მამადაშვილი - 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული დაესწრება. 

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. 

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. 

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მალტის დედაქალაქი ვალეტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.

1470

უახლესი