საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენ.დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა

გამოქვეყნებულია 2016-11-28 14:36:00


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

გენერალური დირექტორობის მსურველებმა განცხადება უნდა წარადგინონ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანცელარიაში 29 ნოემბრიდან, 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი ჩატარდება ორ ტურად.

გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე  პირი.

გენერალური დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

განცხადებები მიიღება ყოველ დღე, სამუშაო დღეებში 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, ხოლო, უქმე და დასვენების დღეებში - 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.


დოკუმენტი იხილეთ ლინკზე 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თინათინ ბერძენიშვილის განცხადება გენ.დირექტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გამოცხადების შესახებ - ლინკი

1677

უახლესი