საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დემეტრე ერგემლიძემ "ოქსფამის" მიერ გამართულ მედია კონკურსში გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია 2016-12-01 19:59:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დემეტრე ერგემლიძემ გაიმარჯვა საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ გამართულ მედია კონკურსში, თემაზე "სასურსათო უსაფრთხოება".

გადაცემა "ფერმის" ჟურნალისტი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში "საუკეთესო ანალიტიკური ტელე/რადიო სიუჟეტი, ან რეპორტაჟი“, სიუჟეტით "კვებითი რაციონი".

კონკურსში 11 მედიასაშუალება მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი 3 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

გამარჯვებულები "ოქსფამმა" დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინა და დააჯილდოვა.

გადაცემა "ფერმა" ყოველ კვირას, 12:45 საათზე გადის პირველი საზოგადოებრივის ეთერში და საზოგადოებას აწვდის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას სოფლის მეურნეობის ყველა დარგისა და ტექნოლოგიური სიახლის შესახებ.


1165

უახლესი