საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენ.დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 5 მსურველის ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნებულია 2016-12-21 15:34:00


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 5 მსურველის ვინაობა უკვე ცნობილია. 

ჯერჯერობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ,  რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ და ვასილ მაღლაფერიძემ მიმართეს. 

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. 

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდება და ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში  კანდიდატთა სია გამოქვეყნდება. 


1304

უახლესი