საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცე" "ქარტიის პრიზი 2016-ის" გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია 2016-12-24 18:22:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცე" "ქარტიის პრიზი 2016-ის" გამარჯვებულია. გადაცემა, რომელიც სასკოლო განათლებას მიეძღვნა საუკეთესოდ დასახელდა ნომინაციაში "ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქება". აღნიშნული ნომინაციის პრიზი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ დაწესდა. 

საკონკურსო მასალების წარდგენა მედიასაშუალებებს პირველი ნოემბრიდან შეეძლოთ, გამარჯვებულები კიდევ სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 

  საუკეთესო სტატია - თამუნა უჩიძე - სადავო სამკვიდრებელი (სამხრეთის კარიბჭე) 

  საუკეთესო მულტიმედია პროექტი - ნეტგაზეთი, პროექტი “უჩინრები”

  საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება - ნინო რამიშვილი, გიორგი მგელაძე - აგენტი პროვოკატორი ხელსუფლების სამსახურში 2 (სტუდია მონიტორი) 

"რეალური სივრცე" საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალური თოქ-შოუა, რომელშიც განიხილება ჩვენს გარშემო მიმდინარე ყველა საზოგადოებრივი და სოციალური საკითხი, სხვა თოქ-შოუსგან განსხვავებით, აქ ცენტრალური ფიგურა ადამიანია, თავისი რთული ისტორიით, პრობლემითა და დილემით.

1077

უახლესი