საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

27 დეკემბრის მონაცემებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენ.დირექტორის პოსტის დაკავების მსურველთა სიას ორი პირი დაემატა

გამოქვეყნებულია 2016-12-27 18:36:00


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 11 მსურველის ვინაობა უკვე ცნობილია.

ჯერჯერობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ და მანანა ღოღობერიძემ მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდება და ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.


1283

უახლესი