საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

28 დეკემბრის მონაცემებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენ.დირექტორის პოსტის დაკავების სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა

გამოქვეყნებულია 2016-12-28 18:35:00


სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების მსურველთა ვინაობა უკვე ცნობილია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით 15-მა პირმა მიმართა, ესენი არიან: ბაჩუკი ბახტაძე, რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.


1162

უახლესი