საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის ეროვნულ ფინალში SMS-ებიდან შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება

გამოქვეყნებულია 2017-01-17 18:30:00


20 იანვარს 20:00 საათზე პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში აირჩიე საქართველოს ხმა ევროვიზიაზე!

ევროვიზიის ეროვნული ფინალის კონკურსანტებისთვის  გულშემატკივართა მიერ გამოგზავნილი ყოველი SMS-იდან (მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან) შემოსული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში. ამ სახით საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ საზოგადოებას უბრუნებს თანხას. დაუმესიჯე შენს ფავორიტს - ხმა მიეცი სიკეთეს!

თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ევროვიზიის ეროვნულ ფინალში მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდება, მას შემდეგ რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.

2017 წელს საქართველო ევროფესტივალზე მეათედ წარადგენს კონკურსანტს, რომელიც  42 მონაწილესთან ერთად წარდგება ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.


ფოტოგალერეა
1040

უახლესი