საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს

გამოქვეყნებულია 2017-01-20 23:09:00


თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, საკუთარი სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. 

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.


1164

უახლესი