საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

გამოქვეყნებულია 2017-01-27 16:42:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. 

2 თვის ვადაში საბჭო საზოგადოების დაიტერესებული წევრების ჩართულობით იმუშავებს და პარლამენტისთვის წარსადგენ საბოლოო საკანონმდებლო ინიციატივას  უყრის კენჭს. 

ამ საკითხზე, შეთანხმების გარდა, სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც გენერალური დირექტორიც ესწრებოდა, იმ წინადადებებზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს წარუდგენს. 

რამდენიმე ინიციატივასთან  დაკავშირებით, ბორდის წევრებმა ქეთევან მსხილაძემ და სულხან სალაძემ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს. მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსა და დებულებაში ცვლილების განხორციელებას უკავშირდება. 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომზადებულ წინადადებებთან ერთად, პარლამენტს განსხვავებულ მოსაზრებებსაც მიაწვდიან.


1074

უახლესი