საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების წინადადებით მიმართავს

გამოქვეყნებულია 2017-01-28 20:03:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების წინადადებით მიმართავს. 

მაუწყებელი ითხოვს - შესყიდვებისა და სარეკლამო რეგულაციების ნაწილში მისი განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების განხორცილებას. 

წინადადებების განხილვისას საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, პარლამენტარი დავით მათიკაშვილი ასევე არ გამორიცხავს გენერალური დირექტორის არჩევის საკითხზე მსჯელობასაც.

სამეურვეო საბჭოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი ირინა ფუტკარაძე არ გამორიცხავს, რომ ხსენებული ინიციატივა არ შევიდეს სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში და თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილ წინადადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

1090

უახლესი