საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა #Live

გამოქვეყნებულია 2017-02-06 12:24:00


6 თებერვალს 12:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის განვითარების ხედვას წარადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, გადაცემების დახურვა არ იგეგმება და არც თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მისი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა მაუწყებლის კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ისახავს მიზნად.

„მინდა დასაწყისშივე მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ, ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არა გვაქვს. ყველას ვთხოვ, ამ წუთიდან ამ თემაზე სპეკულაციებს თავი დავანებოთ“, - ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტრომა ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარების ხედვაზე საუბრისას აღნიშნა.​

1038

უახლესი