საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა

გამოქვეყნებულია 2017-02-06 12:45:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა -  2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“-ზე მისმა გუნდმა იმუშავა, რომელსაც ქურდაძეც დაემატა.

„გუნდს დავემატეთ რამდენიმე ადამიანი, აღმოჩნდა ისე რომ სრულ თანხვედრაში მოვიდა ჩვენი გეგმები. მათ ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი  თავი დავინახეთ იმ რეფორმის გაგრძელებაში,რომელიც გარკვეულწილად შეფერხდა სხვადასხვა ობიექტური და შეიძლება ითქვას. ობიექტური მიზეზების გამო.

ორი-სამი დღის წინ, პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა. პაატა ქურდაძე დაიკავებს სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

847

უახლესი