საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა - გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა

გამოქვეყნებულია 2017-02-06 13:34:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება კრიზისში. ის რომ საზოგადოებრივ  მაუწყებელში დალხენილი ვითარება არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

არსებული რეალობაა არასათანადო სამუშაო პირობები და ამორტიზებული შენობა. შეუძლებელია უსაფრთხოების და მათ შორის, სახანძრო ნორმების დაცვა. ის შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ექსპერტების შეფასებით, ტექნოლოგიურ ჩარევას ვერ უძლებს, შეუძლებელია  რემონტის გაკეთება, შენობა ამორტიზებულია, ნგრევის პირასაა. 

როდის მოხდება უბედურება ამ შენობაში, კაცმა არ იცის“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვრცლად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“ იხილეთ ლინკზე.


1446

უახლესი