საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ვასილ მაღლაფერიძე: ეს ტელევიზია იყო „კარმუშკა“

გამოქვეყნებულია 2017-02-06 12:55:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,  „ეს ტელევიზია იყო „კარმუშკა“ ვიღაცებისთვის".

ამის შესახებ მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარმოადგინა.

მაღლაფერიძე ტელევიზიაში თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში წინა წლებში იყო.

მისი თქმით, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ის შესაბამის უწყებებს მიმართავს.

„ეს ტელევიზია იყო „კარმუშკა“. ეს არის აქ ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ეს არის, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია. თუ დღეს წავალთ იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი არის კარგად და ჩვენ ამ 102 გადაცემას უნდა დავუმატოთ 35 გადაცემა, ეს საბოლოოდ, კატასტროფამდე მიგვიყვანს.

როგორ მოხერხდა, რომ 410 მილიონად ეს შედეგი მივიღეთ, ეს ჩემთვის გამოცანაა. ამას კიდევ ემატება 40 მილიონი ლარი რომელიც ტელევიზიას ჩამოაწერეს.

როდესაც გენერალური დირექტორად დავინიშნე, სახელმწიფო აუდიტი, აქ დამხვდა და მუშაობს. დღეს საუბარია არაეფექტიან ხარჯვაზე. თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა მეც მივმართავ შესაბამის უწყებებს“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტმა მაღლაფერიძეს კითხვით მიმართა აძლევს თუ არა ის უფლებას მათ, რომ თემა გამოიძიონ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი უფლების მოცემა და დირექტორის  უფლების მოცემა არ იქნება, დავალებასაც ვერ მოგცემთ... ეს არის „კლონდაიკი“ ჟურნალისტებისათვის. ისედაც უნდა დაინტერესდეს ადამიანი ამ საკითხით. ეთერი რომ გქონდეთ და რომ არ გავჩერდეთ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ“,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

926

უახლესი