საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თიკო ბერძენიშვილი: გადაცემების დახურვის ლეგიტიმაცია არავის არა აქვს

გამოქვეყნებულია 2017-02-06 14:10:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის თიკო ბერძენიშვილის განცხადებით, გადაცემების დახურვის ლეგიტიმაცია არავის არა აქვს, მათ შორის გენერალურ დირექტორსაც. ამის შესახებ განცხადება თიკო ბერძენიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის განვითარების ხედვა წარმოადგინა. 


ბერძენიშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ არსებულ 102 გადაცემაზე იყო მიმართული.

ბერძენიშვილის თქმით, ბუნებრივია კითხვები უფრო შორს ისმის. ის ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, ჟურნალისტებს გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებს.

“ლეგიტიმაცია გადაცემების დახურვის არავის არა აქვს, პრობლემები არსებობს და ეს უნდა მოგვარდეს. 2016 წლის ბიუჯეტი მიმართული იყო სწორედ ამ 102 გადაცემაზე და სხვა არაფერზე. კითხვები ისმის უფრო შორს და ისევ მოგმართავთ, რომ გამოიძიოთ ეს ამბები. ყველა ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით. ამასობაში იხსნება პლატფორმა, როგორ მოვიქცეთ და მერე რა კონსესუსამდეც მივალთ, უკვე ციფრებში და დეტალურად წარვადგენთ. როდესღაც ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს? - აი, დავიწყეთ. კულუარულად არავინ არავის არ უშვებს. ჩვენ გთავაზობთ გეგმას”, - განაცხადა თიკო ბერძენიშვილმა.

1051

უახლესი