საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ირინა ფუტკარაძე: დირექტორმა საჯაროდ წარადგინა ხედვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხედვა გაზიარებული იქნება

გამოქვეყნებულია 2017-02-06 14:50:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, კითხვები არსებობს, როგორც სამეურვეო საბჭოში, ისე საზოგადოებაში და ექსპერტებში. მისი თქმით, სადისკუსიო ველი გაიხსნა და ახლა უკვე მსჯელობის ეტაპზე გადადის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი ხედვა. აღნიშნული განცხადება გრიგოლ გოგელიამ სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

​გრიგოლ გოგელია აცხადებს რომ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ჩამოყალიბდეს ინფორმირებული, არგუმენტირებული მოსაზრებები.

"მე გეტყვით, რომ ეს კითხვები არამარტო თქვენ გაქვთ, შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების ყველა დაინტერესებულ წევრს. ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მოვისმინოთ არგუმენტები, უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მოსაზრებები თანამშრომლებისგან, საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ექსპერტებისგან. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ინფორმირებული, არგუმენტირებული მოსაზრებები გადაწყვეტილების მისაღებად. ბორდშიც იქნება განსხვავებული აზრები, არგუმენტები, ეს განხილვა იქნება საჯარო", - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

1022

უახლესი