საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ქეთევან მსხილაძე დირექტორის ხედვაზე: შევაფასებდი, როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს

გამოქვეყნებულია 2017-02-06 14:53:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ ხედვას "ყველაზე რადიკალურ ვარიანტს" უწოდებს. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებს ბევრი კითხვა აქვთ. დასაზუსტებელია დეტალები, ამას კი დრო და მსჯელობა სჭირდება.

"ჩვენ დამატებითი ინფორმაცია ხედვასთან დაკავშირებით არა გვაქვს. ჩვენც იგივე ხედვა მოვისმინეთ, რაც თქვენ. თქვენზე მეტი კითხვა გვაქვს. ის ციფრები, მონაცემები, რაც ამ პრეზენტაციაშია წარმოდგენილი მოვისმინეთ, მაგრამ გვაინტერესებს, ამის უკან რა დგას. გვინდა დეტალები გავარკვიოთ. თუ მაინცდამაინც შეფასება გინდათ, მე შევაფასებდი როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს. კარგია, ცუდია, საჭიროა, არ არის საჭირო, ეს უკვე შემდეგი მსჯელობის საკითხია", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც სამეურვეო საბჭო ვასილ მაღლაფერიძის წარმოდგენილ ხედვას გამოეხმაურა.


1043

უახლესი