საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2017-02-06 15:12:00


დღეს სამეურვეო საბჭოს სახელზე გენერალური დირექტორისგან შემოვიდა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც წარმოდგენილია ორი საკითხი:

1.   სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი;

2.   საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა;

სამეურვეო საბჭო, გამომდინარე საკითხის კომპლექსურობისა და სირთულისგან, იწყებს შემოსული წინადადების შესწავლას და განხილვას. ამისთვის საბჭო გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო სხდომას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან. ამ სხდომის შემდეგ სამეურვეო საბჭო დაგეგმავს შემდგომი კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატს.

დაგეგმავს და უახლოეს დღეებში დაიწყებს საჯარო შეხვედრებს მაუწყებლის თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამეურვეო საბჭოს კარი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

994

უახლესი