საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გოგელია: გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს

გამოქვეყნებულია 2017-02-06 15:19:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, ვიდრე სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს.

ამის შესახებ გოგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა გადაცემა დაიხურება, რა გადაცემა გაიხსნება, დღეს ამაზე მსჯელობა ნაადრევია. არცერთი გადაცემა არ იხურება, არც შეჩერებაზეა საუბარი. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს. თუ გადაწყვეტილება მიიღება, როგორიც მიიღება, ვნახავთ.

ის, რომ ზოგადად, ნებისმიერ ორგანიზაციაში რაღაც პროდუქტი შეჩერდეს, გადაკეთდეს, ახალი გაიხსნას, ნორმალური პროცესია“- განაცხადა გოგელიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უახლოეს დღეებში საჯარო სხდომას მოიწვევს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დღეს გაცხადებული ტელევიზიის განვითარების ხედვა განიხილება.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ სხდომაზე სამეურვეო საბჭო მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან.

სხდომის შემდეგ კი, გოგელიას თქმით, სამეურვეო საბჭო შემდგომი კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატს დაგეგმავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა დღეს წარმოადგინა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

1147

უახლესი