საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„ჩვენ მოვითხოვთ არ შეჩერდეს მაუწყებლობა“, - მაუწყებლის ეზოში აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია 2017-02-09 20:19:00


ამ წუთებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აქცია მიმდინარეობს. 

საზოგადოებრივი  მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოინაცვლეს.

აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრები, ასევე პორფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოს“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე ქსნის და ტყიბულის მეშახტეები.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.

897

უახლესი