საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს

გამოქვეყნებულია 2017-04-25 16:47:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ საკითხზე საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.

გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა. მას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს ექვსმა წევრმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას და ამ თანამდებობაზე 6 ხმით მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს.

​გრიგოლ გოგელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადა 2018 წელს ეწურება.


870

უახლესი