საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევად განაცხადების მიღება დასრულდა

გამოქვეყნებულია 2017-05-02 13:55:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა) შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. 

მაუწყებელში სულ 45 განაცხადი შემოვიდა.

მძაფრსიუჟეტიან/დეტექტიურ ჟანრში:

1. გიორგი ხეჩუაშვილი/ვაკო კირკიტაძე - „საქმე 205“

2. თამარ ადორნელი - „ალიხანი და ნინო“

3. გიორგი ვარსიმაშვილი/ავთანდილ ვარსიმაშვილი - „კავკასიური ცარცის წრე“

4. ხათუნა გიორგობიანი/ბესარიონ გიორგობიანი - „უცნობი“

5. მალხაზ ასლამაზიშვილი - „ქამელეონის ფერი“

6. თამარ ადორნელი - „ოჯახის საიდუმლო“

7. ვაჟა გავაშელი/გიორგი ოვაშვილი - „განწირულნი“

8. ზურაბ ცინცაბაძე - „კონტროლი“

9. ილია ჯიბღაშვილი/ბესო სოლომონაშვილი - „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“

10. მალხაზ ასლამაზიშვილი - „გადარეული დღეები“

11. ლუკა წულაძე/თენგიზ ასტახიშვილი (ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო) - „ფსკერზე“

12. თორნიკე გიორგაძე - „ალექსანდრია“

13. მაია ბურჭულაძე (ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო) - "მზესუმზირები"

14. მერაბ მერკვილაძე - „გამომძიებელი ჟურნალისტი“

15. დავით გუჯაბიძე/ლევან კიტია - „მკვლელი“

16. გიორგი ცხვედიანი/კახა სულუაშვილის - „მთავარი ფერი“

17. გიორგი ბარაბაძე - „ბიჭები კომაროვიდან“

18. გიორგი ჭუმბურიძე/გია ალავიძე - „საპატრულო“

19. თამარ საგინაშვილი/კახაბერ ოთარაშვილი - „სააგარაკე ისტორიები“

20. ირაკლი აფაქიძე/ლევან კიტია - „ზებრა“

21. ალექსანდრე ქურხული/ბექა ქურხული/ლევან კიტია - „ყავა და ლუდი“

22. ნინო ნიკურაძე - „სტუმარი წარსულიდან“

23. გიორგი ქობალია/გიგა ბაინდურაშვილი - „კერძო დეტექტივი“

24. მირზა კერესელიძე/მიშო სეფიაშვილი - „ბნელი ქუჩები“

25. ნინა ხატიაშილი - „დედუქციის მეთოდი“

მელოდრამატულ ჟანრში:

1. ბაჩო კვირტია - „ნატა და დანარჩენები“

2. გიორგი ვარსიმაშვილი/თამარ მამუკელაშილი - „სტერეოტიპი“

3. ნინო ბასილაია - „სრულწლოვანები“

4. ზაზა მერაბიშვილი - „თურქი“

5. ოთარ შამათავა (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „TAFU“

6. კობა ცხაკაია/სოსო მჭედლიშვილი - „ბურდო“

7. ავთანდილ ვარსიმაშვილი/გიორგი ვარსიმაშვილი - „სცენის მტვერი“

8. ირაკლი ვახტანგიშვილი/ირაკლი კაკაბაძე 

9. ეკატერინე  კვირკელია - „ჭრილობა“

10. აკაკი ყიფშიძე/მურთაზ ჩიქოვანი - „დროებით დასაქმებული“

11. ნარგიზ გვალია - „მელოდრამა ცისარტყელა“

12. მაია ბურჭულაძე (ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო) - „ქატო იქა ფქვილი აქა“

13. ბექა გაჩეჩილაძე/აკაკი სიორიძე - „ძველი ბიჭი და ყვავილი“

14. სანდრო ჯანდიერი /ბასა ჯანიკაშილი - „ლივლივი“

15. ელენა შავდია - „იყო და არა იყო რა“

16. ეკა ახვლედიანი/სოფო ჭინჭარაული - „უცნაური გარიგება“

17. თამარ ადორნელი -„იესე“

18. თათული ღვინიანიძე - „წვიმის შემდეგ გამოიდარებს“

19. თენგიზ თხილავა/ბექა ონიანი/ირაკლი აფაქიძე/ლევან კიტია - „შენი საწოლის ქვეშ“

20. ზვიად გურული - „ჩამქრალი ქვეყანა“

შემოსულ სცენარებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, დრამატურგი, მწერალი-შადიმან შამანაძე, დრამატურგი, მწერალი- ირაკლი სამსონაძე. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან:

შალვა შენგელი-დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რეჟისორი

გიორგი ჩართოლანი-არქივის ხელმძღვანელი

გიორგი გაჩეჩილაძე-მზა პროდუქციის შერჩევისა და თარგმნა-გახმოვანების სამსახურის უფროსი

ლანა ქუთათელაძე-მხატვრული ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. მეორე ტურში გადასული კანდიდატები  მოწვეულნი იქნებიან პროექტის საპრეზენტაციოდ. კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში თითო სერიალის სცენარი.

1708

უახლესი