საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს

გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:35:00


პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ლიცენზიას შეიძენს - აღნიშნულ საკითხზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და პირველი არხის მენეჯმენტს ლიცენზიის შეძენაზე თანხმობა მისცა.

შესაბამის კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. 

პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. 

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.

1302

უახლესი