საზოგადოებრივი
104.5 FM
სატელევიზიო სპექტაკლი "კუკარაჩა"
გამოქვეყნებულია: 2015-12-01, 15:17

სატელევიზიო სპექტაკლი "კუკარაჩა", ქართული სუბტიტრებით, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

ტელესპექტაკლი შექმნილია 1980 წელს

ჩანაწერი აღდგენილია 2005 წელს

მასალას ტიტრები დაედო 2015 წელს

გატიტვრის რედაქტორი - ნანა ჭავჭანიძე

ტელესპექტაკლის რეჟისორი - თემურ ჩხეიძე

მხატვარი - თინათინ გომელაური

კომპოზიტორი - დავით ტურიაშვილი

მთავარ როლებში: კუკარაჩა - გიორგი ქავთარაძე, ინგა - ლია ქობულაძე, მურტალო - თემურ ბაბლუანი, ანიკო - ნანა ჩიქვინიძე, თამაზი - ზვიად თავაძე, მთხრობელი - ვაჟა ასათიანი.

ტელესპექტაკლი წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებას

ფოტოგალერეა
არქივი ყველას

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მაუწყებელი საქართველოში, რომელიც ინახავს 1956 წელს დაარსებული სახელმწიფო ტელევიზიისა და უფრო ადრე, 1925 წელს დაარსებული რადიომაუწყებლობის მიერ, ათეული წლების განმავლობაში, შექმნილ უნიკალურ მასალებს (აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, მხატვრულ, დოკუმენტურ, სამეცნიერო-პოპულარულ, ქრონიკალურ ფილმებსა და ფოტომასალას). 

მაუწყებლის მიერ ათწლეულების განმავლობაში შექმნილი პროდუქცია შინაარსით, სტრუქტურით, მონაწილე პერსონაჟებით წარმოადგენს არა მხოლოდ ეროვნულ საგანძურს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშადაც მიიჩნევა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი 2015 წლის შემოდგომის სეზონიდან ახორციელებს ახალ პროექტს "არქივი ყველას". პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია არქივში დაცული მასალების შესახებ, ხელმისაწვდომი გახადოს ის ნებისმიერი ადამიანისთვის, მოახდინოს დაცული მასალების მიზნობრივად და საინტერესოდ გაცოცხლება-გამოყენება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე პერიოდულად განთავსდება არქივში დაცული სხვადასხვა სახის უნიკალური მასალა. მაუწყებელი ზრუნავს საზოგადოების ნებისმიერ წევრზე და ამიტომ ვებგვერდზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის (სმენადაქვეითებული, უსინათლო) ადაპტირებულ მასალებს განათავსებს.

5171

უახლესი